logo
მთავარიმასწავლებლებიკურსებივაკანსიებიბლოგი
შესვლარეგისტრაცია

MyTutor.ge

საქართველოს №1 საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს სტუდენტებს კვალიფიციურ მასწავლებლებთან. ისწავლეთ, ასწავლეთ ჩვენთან ერთად.

ნავიგაცია

  • ბლოგი
  • შემოგვიერთდი
  • პროფილის მართვა
  • წესები და პირობები
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • ელფოსტა: info@mytutor.ge

© 2026 MyTutor.ge. ყველა უფლება დაცულია.

უკან დაბრუნება
რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი  2025 წელს?

რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი 2025 წელს?

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს. 2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000 - ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000 - მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს - დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. 2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში

სხვა ბლოგები

როდიდან იწყება სკოლებში არდადეგები - თარიღები

30 აპრ. 2026

როდიდან იწყება სკოლებში არდადეგები - თარიღები

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის აფილირებული პროფესორი  გიორგი დათუკიშვილი Global Excel Awards-ის ფინალისტი გახდა

30 აპრ. 2026

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის აფილირებული პროფესორი გიორგი დათუკიშვილი Global Excel Awards-ის ფინალისტი გახდა

ყველაზე პატარა სტუდენტი მსოფლიოში - 9 წლის ბიჭი, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო

02 ოქტ. 2025

ყველაზე პატარა სტუდენტი მსოფლიოში - 9 წლის ბიჭი, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო