
სუპერგმირების სკოლა - აღმოაჩინე შენი სუპერძალა
გგონია, რომ გმირები მხოლოდ ფილმებში არსებობენ? დროა დაამტკიცო, რომ შენც შეგიძლია იყო ერთ-ერთი მათგანი!
„სუპერგმირების სკოლა“ არის სივრცე, სადაც მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც დაგეხმარება საერთაშორისო უნივერსიტეტებში დაფინანსების მოპოვებასა და წარმატებული კარიერის დაწყებაში.
რას მიიღებ „სუპერგმირების სკოლაში“?
მოემზადები დაფინანსებისთვის (Scholarship) – მოხალისეობა საუკეთესო გზაა კოლეჯებში სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად;
აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებსა და ინტერესებს;
შეასრულებ „გმირის მისიებს“ და გამოსცდი სხვადასხვა პროფესიას პრაქტიკაში;
ისწავლი გუნდურ მუშაობას, გადაწყვეტილებების მიღებასა და ლიდერობას;
შეიძენ რეალურ უნარებს, რომლებიც კარიერულ გზაზე გამოგარჩევს;
მიიღებ სერტიფიკატს, რომელიც შენს CV-ს გააძლიერებს.
დააგროვებ მოხალისეობრივ გამოცდილებას, რაც გადამწყვეტია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა (FLEX, Erasmus+) და საერთაშორისო კონკურსებში განაცხადისას;
ვისთვის არის პროგრამა?
13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ რეალური ცხოვრების გამოწვევებისთვის მომზადება.
დეტალები და რეგისტრაცია იხილეთ ბმულზე: