ახალი პროფილი
სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. მოსწავლეებს საფუძვლიანად ვასწავლი ქართული ენის გრამატიკას, მართლწერას. ქართული ლიტერატურის სასკოლო პროგრამის ტექსტების გარდა, აუცილებლად განვიხილავთ არაპროგრამულ ტექსტებს ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან. მაქვს თბილისის საჯარო სკოლებში მუშაობის გამოცდილება. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულება წარჩინებით და, აგრეთვე, თსუ-ში გავიარე მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა. ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი და, აგრეთვე, მაქვს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი. მასწავლებლის საგნის გამოცდებიდან ჩავაბარე ოთხი გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლასები (2020), ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლასები (2022), ქართული, როგორც მეორე ენა (2025) და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (2025).
ბაკალავრი
სპეციალობა: ქართული ფილოლოგია
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2015 - 2021
სერტიფიკატი
სპეციალობა: მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2022 - 2023