მე ვარ ინგლისური ენისა და სამოქალაქო განათლების რეპეტიტორი, რომელსაც აქვს როგორც საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, ისე პროფესიული კვალიფიკაცია. ჩაბარებული მაქვს British English-ის საერთაშორისო გამოცდა, ასევე წარმატებით ჩავაბარე სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კომპეტენციის გამოცდა. სწავლის პროცესში ერთი სემესტრი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი იტალიაში, Sapienza University of Rome-ში, სადაც მივიღე მრავალფეროვანი აკადემიური და კულტურული გამოცდილება. სწავლებისას ვიყენებ თანამედროვე და ინდივიდუალურ მიდგომებს, რაც მოსწავლეებს ეხმარება არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაში, არამედ კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული.
ბაკალავრი
სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები
საქართველოს უნივერსიტეტი