მე ვარ რუსული და ქართული ენების რეპეტიტორი, ასევე პროფესიონალი ივენთ-მენეჯერი მრავალწლიანი გამოცდილებით. ვასწავლი როგორც რუსულ და ქართულ ენებს, ასევე ივენთ-მენეჯმენტს დამწყებთათვის და მათთვის, ვისაც სურს პროფესიულად განვითარება ამ სფეროში. რუსული ენის სწავლება მოიცავს: — ანბანსა და საბაზისო გრამატიკას — საუბრის განვითარებას — წერისა და კითხვის გაუმჯობესებას — აკადემიურ და ყოველდღიურ რუსულს — ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მოსწავლესთან ქართული ენის კურსი განკუთვნილია როგორც უცხოელებისთვის, ასევე დამწყებთათვის: — ქართული ანბანი — გამართული საუბარი — გრამატიკა და სწორად წერა — პრაქტიკული დავალებები — კომუნიკაცია რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებით ასევე ვასწავლი ივენთ-მენეჯმენტს: — ღონისძიებების დაგეგმვას ნულიდან — ბიუჯეტის სწორად განაწილებას — სტუმრებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციას — დეკორის, ლოკაციისა და ორგანიზების საფუძვლებს — სოციალური მედიისა და რეკლამის გამოყენებას ღონისძიებებისთვის გაკვეთილები ტარდება ონლაინ ფორმატში, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში. ჩემი მიზანია, რომ სწავლა იყოს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ საინტერესო და მოტივაციის მომცემი თითოეული სტუდენტისთვის.