
მაქვს მასწავლებლობის ოთხწლიანი გამოცდილება საერთაშორისო სკოლაში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის მიმართულებით. ვასწავლი ფრანგულს, ინგლისურს და ქართულს, როგორც უცხო ენებს. ჩემი გაკვეთილები ეფუძნება ინტერაქტიულ აქტივობებს, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად გამოავლინონ და განავითარონ თავიანთი ცოდნა. გაკვეთილის გეგმა იყოფა სამ ძირითად ნაწილად: 1. დაწყებითი აქტივობა - მოიცავს გავლილი მასალის გახსენებას და მოსწავლეების მომზადებას ახალი თემისთვის. 2. ძირითადი ნაწილი - ახალი თემისა და მასალის გაცნობა, პრაქტიკული აქტივობების გამოყენებით. 3. შეჯამება - გაკვეთილის მთავარი საკითხების გამეორება და მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის შეფასება.
ბაკალავრი, მაგისტრი
სპეციალობა: ფრანგული და ინგლისური ენა
Nantes University