
ჩემი მიზანია, მოსწავლეს ქიმია გავაგებინო მარტივად, ლოგიკურად და არა მხოლოდ დაზეპირების გზით. გაკვეთილებზე ვიყენებ ინდივიდუალურ მიდგომას — ვითვალისწინებ მოსწავლის ცოდნის დონეს, სირთულეებსა და მიზნებს. თეორიულ მასალას ვუხსნი გასაგებად, შემდეგ კი ცოდნას ვამყარებთ ამოცანების ამოხსნითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ თავისუფლად დასვას კითხვები და თავადაც შეძლოს მსჯელობა და სწორი პასუხის მიღება. თითოეულ გაკვეთილზე ვცდილობ შევქმნა მშვიდი და მეგობრული გარემო, სადაც სწავლა საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იქნება. ვფიქრობ, ჩემი სწავლების მთავარი უპირატესობა არის ინდივიდუალური მიდგომა, რთული საკითხების მარტივად ახსნა და მოსწავლის რეალურ პროგრესზე ორიენტირება.
ბაკალავრი
სპეციალობა: ქიმია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მაგისტრატურა
სპეციალობა: ქიმია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი