
ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი ვარ, განათლების სფეროში 40 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით. დამთავრებული მაქვს ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი, წარჩინებით. მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს როგორც სკოლაში სწავლების, ისე ინდივიდუალური რეპეტიტორობის მიმართულებით. ვმუშაობ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან და გაკვეთილის პროგრამას ყოველთვის მოსწავლის ასაკის, ცოდნის დონისა და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ვადგენ. მოსწავლეებს ვეხმარები ქართული ენის გრამატიკის, მართლწერის, კითხვისა და ტექსტის გააზრების, წერითი მეტყველების, ლიტერატურისა და სასკოლო პროგრამის უკეთ ათვისებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ მასალის გასაგებად ახსნას და არა მხოლოდ წესების მექანიკურ დამახსოვრებას. ასევე მაქვს რუსულენოვან ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. რუსულ ენას თავისუფლად ვფლობ და მსურველებს ქართულს ვასწავლი როგორც მეორე ენას - ნულიდან, მათ შორის ანბანს, კითხვას, წერას, გრამატიკას, ლექსიკასა და სასაუბრო ქართულს. მაქვს ონლაინ სწავლების მრავალწლიანი პრაქტიკაც. გაკვეთილები ტარდება მშვიდ, მეგობრულ და პროფესიულ გარემოში, მოსწავლის შესაძლებლობებსა და მიზნებზე მორგებული მეთოდით.
მაგისტრი
სპეციალობა: ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა)
ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი