ახალი პროფილი
მათემატიკის სწავლება ჩემთვის მხოლოდ ფორმულებისა და წესების ახსნა არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ გაიგოს, რატომ და როგორ მიიღება კონკრეტული პასუხი და არა უბრალოდ დაიმახსოვროს ამოხსნის გზა. მსურს, მათემატიკა მოსწავლისთვის ნაკლებად რთული და უფრო საინტერესო გავხადო. თითოეულ მოსწავლეს განსხვავებული ტემპი და მიდგომა აქვს, ამიტომ გაკვეთილზე ვცდილობ, ავხსნა მასალა მარტივად, გასაგებად და კონკრეტული მაგალითების გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში, ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვა მეთოდით ავხსნი, სანამ მოსწავლე ნამდვილად არ გაიგებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდი და მეგობრული გარემო, სადაც მოსწავლეს არ ეშინია კითხვების დასმის ან შეცდომის დაშვების. პირიქით, შეცდომას სწავლის ბუნებრივ ნაწილად მივიჩნევ. მინდა, მოსწავლეს არა მხოლოდ კონკრეტული დავალებების შესრულებაში დავეხმარო, არამედ განვუვითარო ლოგიკური აზროვნება, დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის უნარი. ჩემი მიზანია, გაკვეთილის შემდეგ მოსწავლემ იგრძნოს, რომ ის ნამდვილად შეძლებს მათემატიკის გაგებას და უკეთეს შედეგს მიაღწევს.
ბაკალავრი
სპეციალობა: მათემატიკა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2022 - 2026