logo
მთავარიმასწავლებლებიკურსებივაკანსიებიბლოგი
შესვლარეგისტრაცია

MyTutor.ge

საქართველოს №1 საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს სტუდენტებს კვალიფიციურ მასწავლებლებთან. ისწავლეთ, ასწავლეთ ჩვენთან ერთად.

ნავიგაცია

  • ბლოგი
  • შემოგვიერთდი
  • პროფილის მართვა
  • წესები და პირობები
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • ელფოსტა: info@mytutor.ge

© 2026 MyTutor.ge. ყველა უფლება დაცულია.

მერი

მერი გიუნაშვილი

0.0
ქართული

ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი

გსურს ქართული ენის შესწავლა ან უკვე არსებული ცოდნის გაუმჯობესება? ქართულად საუბარი გიჭირს, ან გინდა, რომ შენმა შვილმა უკეთ ისაუბროს, გაიაზროს და წეროს ქართულად? გთავაზობ ქართულ ენაში ონლაინ მეცადინეობებს, რომლებიც მორგებული იქნება შენს ასაკზე, ცოდნის დონესა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე. მაქვს ბავშვებთან მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება და განსაკუთრებით მსურს ვიმუშაო ბავშვებთან, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის ან რომლებიც ქართულს ჯერ კარგად ვერ ფლობენ. ჩემი მიზანია, ქართული ენის შესწავლა მათთვის იყოს მარტივი, საინტერესო და კომფორტული. სწავლების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ მეგობრული და წამახალისებელი გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეს შეცდომების დაშვების არ ეშინია და თანდათან თავდაჯერებულად იწყებს ქართულად კომუნიკაციას. მეცადინეობების ფარგლებში: ვისწავლით ქართულს ნულიდან ან გავიუმჯობესებთ უკვე არსებულ ცოდნას; განვავითარებთ მეტყველების, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარებს; ვისწავლით ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო სიტყვებსა და გამოთქმებს; გამოვიყენებთ მოსწავლის ასაკისა და ცოდნის დონის შესაბამის სასწავლო მასალებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს; სასწავლო პროცესი მოერგება თითოეული მოსწავლის მიზნებსა და საჭიროებებს. მეცადინეობები ტარდება ონლაინ, Zoom-ის საშუალებით, წინასწარ შერჩეული პროგრამისა და სასწავლო მასალების გამოყენებით. მზად ვარ, დაგეხმარო ქართული ენის შესწავლაში — მარტივად, ეტაპობრივად და სასიამოვნო გარემოში. დავიწყოთ ქართული ენის სწავლა ერთად!

საგნები

ქართული

ენები

ინგლისური

კონტაქტი

+995 577417878