logo
შესვლარეგისტრაცია

MyTutor.ge

საქართველოს №1 საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს სტუდენტებს კვალიფიციურ მასწავლებლებთან. ისწავლეთ, ასწავლეთ ჩვენთან ერთად.

ნავიგაცია

  • ბლოგი
  • შემოგვიერთდი
  • პროფილის მართვა
  • ჩემი სტუდენტები
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • ელფოსტა: info@mytutor.ge

© 2025 MyTutor.ge. ყველა უფლება დაცულია.

ისტორია
ისტორია
Loading...
გიორგი ვერულაშვილი

გიორგი ვერულაშვილი

0.0
თბილისი, საქართველო

ისტორიის ( კავკასიოლოგი ) ბაკალავრი და საჯარო მართვის მაგისტრი

მიმართულებები:

ისტორია
ინგლისური
ინგლისური
Loading...
ანა ზაქარაძე

ანა ზაქარაძე

0.0
თბილისი, საქართველო

ინგლისური ენის მასწავლებელი

მიმართულებები:

ინგლისური
გერმანული
გერმანული
Loading...
ანნა მიქელაძე

ანნა მიქელაძე

0.0
თბილისი, საქართველო

მოვამზადებ მსურველებს ინგლისურ და გერმანულ ენებში.

მიმართულებები:

გერმანულიინგლისური
ქიმია
ქიმია
Loading...
თამარ იაშვილი

თამარ იაშვილი

0.0
თბილისი, საქართველო

ვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს

მიმართულებები:

ქიმიაბიოლოგიაფიზიკა
ისტორია
ისტორია
Loading...
ეთო ბოკელავაძე

ეთო ბოკელავაძე

0.0
თბილისი, საქართველო

მასწავლებელი, ლექტორი, ტრენერი

მიმართულებები:

ისტორია
მათემატიკა
მათემატიკა
Loading...
თინათინ ციცხვაია

თინათინ ციცხვაია

0.0
თბილისი, საქართველო

მათემატიკა

მიმართულებები:

მათემატიკა
ინგლისური
ინგლისური
Loading...
მარიამი არობელიძე

მარიამი არობელიძე

0.0
თბილისი, საქართველო

ინგლისური ენის რეპეტიტორი

მიმართულებები:

ინგლისური
მათემატიკა
მათემატიკა
Loading...
ინგა კობახიძე

ინგა კობახიძე

0.0
თბილისი, საქართველო

რეპეტიტორი

მიმართულებები:

მათემატიკა
ისტორია
ისტორია
Loading...
mikheil nikoleishvili

mikheil nikoleishvili

0.0
Tbilisi, Georgia

მასწავლებელი

მიმართულებები:

ისტორია
ენა და ლიტერატურა
ენა და ლიტერატურა
Loading...
მაკა თვალჭრელიᲫე

მაკა თვალჭრელიᲫე

0.0
თბილისი, საქართველო

ქარᲗული ენა და ლიტერატურა

მიმართულებები:

ენა და ლიტერატურა
ისტორია
ისტორია
Loading...
სასწავლო ცენტრი ედელვაისი

სასწავლო ცენტრი ედელვაისი

0.0
თბილისი, საქართველო

ქართული, მათემატიკი, ინგლისური, რუსული, ქიმია , სამოქალაქო

მიმართულებები:

ისტორია
ინგლისური
ინგლისური
Loading...
მარიკა ესაიაშვილი

მარიკა ესაიაშვილი

0.0
თბილისი, საქართველო

ინგლისური ენა

მიმართულებები:

ინგლისურიქართული
ნაჩვენებია 1-დან 12-მდე 94-დან
...

ბლოგი

ყველას ნახვა
რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი  2025 წელს?

რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი 2025 წელს?

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს. 2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000 - ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000 - მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს - დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. 2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში

ყველაზე პატარა სტუდენტი მსოფლიოში - 9 წლის ბიჭი, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო

ყველაზე პატარა სტუდენტი მსოფლიოში - 9 წლის ბიჭი, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო

ნიჭიერი კალიფორნიელი ბიჭუნა, ტანიშქ აბრაამი აშშ-ში ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტია, რომელიც ბაკალავრის ხარისხი 9 წლის ასაკში მიიღო. ბიჭი გინესის რეკორდსმენი 2012 წელს, რა დროსაც ის უნივერსიტეტს ამთავრებდა. მოგიყვებით პატარა ვუნდერკინდის ისტორიას, რომელიც დღემდე ყველაზე ნიჭიერ ბავშვად არის აღიარებული. ქალაქ საკრამენტოს 9 წლის მკვიდრი 7 წლის ასაკში კალიფორნიის შტა-ტის უმაღლესი სასწავლებლის American River College-ის სტუდენტი ოფიციალურად გახდა. ბიჭუნას დედის თქმით, ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში მისმა შვილმა ექ-სტრაორდინალური შესაძლებლობების გამოვლენა დაიწყო, ხოლო 5 წლის ასაკში უნივერსიტეტ Stanford University-ის მეორე კურსის პროგ-რამისთვის გათვალისწინებულ მათემატიკურ ამოცანებს დამოუკიდებ-ლად ხსნიდა. ბიჭუნა 4 წლის იყო, როდესაც ყველა ტესტი ამოხსნა და ინტელექტის მაღალი კოეფიციენტის ადამიანების არაკომერციული ორგანიზაცია "მენსის" წევრი გახდა. "7 წლის რომ გახდა, მივხვდით, რომ ჩვენი შვილი სკოლის პროგრამას მთლიანად ფლობდა და გადავწყვიტეთ, დრო არ დაგვეკარგა და პირდა-პირ კოლეჯში გაგვეგზავნა",- განაცხადა ბიჭუნას მამამ, ბიჟუ აბრაამმა.

ტოპ 10 წამყვანი უნივერსიტეტი  არქიტექტურის მიმართულებით

ტოპ 10 წამყვანი უნივერსიტეტი არქიტექტურის მიმართულებით

არქიტექტურა მხოლოდ პროფესია არ არის — ეს არის ხელოვნების, მეცნიერების და ინჟინერიის შერწყმა. არქიტექტურა გაძლევს შესაძლებლობას რეალურ სამყაროში შექმნა ისეთი რამ, რაც ათასობით ადამიანს შეეხება — შენობები, ქალაქები, სივრცეები. აქ აერთიანებ ხელოვნებასა და ტექნოლოგიას, ანუ შეგიძლია იყო როგორც მხატვარი, ასევე ინჟინერი. არქიტექტორებს პირდაპირი გავლენა აქვთ ადამიანების ცხოვრებაზე: როგორ ცხოვრობენ, როგორ მუშაობენ, როგორ გრძნობენ თავს საზოგადოებრივ სივრცეებში. სწორად დაგეგმილი ქალაქები და ეკოლოგიურად ჯანსაღი შენობები რეალურად აუმჯობესებს საზოგადოების კეთილდღეობას. არქიტექტურა ერთ-ერთი პროფესიაა, რომელსაც თითქმის ყველგან სჭირდებიან. შენობები, ინფრასტრუქტურა და ქალაქგეგმარება უნივერსალური საჭიროებაა. ამიტომაც არქიტექტორებს კარიერის პერსპექტივა მსოფლიოს მასშტაბით აქვთ. გთავაზობთ Top 10 უნივერსიტეტს, სადაც არქიტექტურა ყველაზე კარგად ისწავლება. ამ რეიტინგს კი განაპირობებს სწავლის მეთოდი, ხარისხი, კურსდამთავრებულები და სხვა. • Bartlett School of Architecture, University College London (UCL) • Massachusetts Institute of Technology (MIT) • Delft University of Technology (TU Delft) • ETH Zurich – Swiss Federal Institute of Technology • Harvard University • National University of Singapore (NUS) • University of California, Berkeley (UCB) • Tsinghua University • University of Cambridge • Politecnico di Milano

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და კოლეჯების დირექტორებთან ერთად, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი პროექტები განიხილა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025 წლის საშემოდგომო მიღების შედეგები; კოლეჯების 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტი - ფინანსური საჭიროებები, პრიორიტეტული მიმართულებები და სხვა; კოლეჯების გაფართოება – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის განვითარება - ახალი პროფესიული პროგრამების დამატება, სტუდენტთა ადგილების დამატება; ინფრასტრუქტურული საჭიროებები, სახელოსნოების, ლაბორატორიების მოწყობა და ა.შ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია. მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა პერმანენტულად გაიმართება და თითოეულ შეხვედრაზე, წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. სხდომის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ და მოადგილეებმა, სტუდენტებთან ერთად, კოლეჯის ტერიტორიაზე გამართულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.