აღმოაჩინე შენთვის სასურველი მასწავლებელი, გაიარე კურსები, ან თუ ხარ მასწავლებელი, დარეგისტრირდი და განვითარდი ჩვენთან ერთად.
პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესასყიდი რაოდენობა და ესკიზები ცნობილია. 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ სამინისტროს ბაზრის კვლევა გამოცხადებული აქვს კოსტიუმებისთვის, ქვედატანებისა და შარვლებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ რაოდენობას, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, “საგანმანათლებლო რესურსების“ დაკვეთით შესასყიდი ოდენობა უნდა იყოს 292 ათასი გოგონას პიჯაკი, 308 ათასი ბიჭის პიჯაკი, 438 ათასი გოგონას შარვალი, 616 ათასი ბიჭის შარვალი, 146 ათასი მუხლამდე ქვედაკაბა და 1000 გრძელი ქვედაკაბა. ცნობისთვის, ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. სტუდენტები, რომლებიც წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან. აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს. 2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000 - ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000 - მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს - დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. 2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში

ნიჭიერი კალიფორნიელი ბიჭუნა, ტანიშქ აბრაამი აშშ-ში ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტია, რომელიც ბაკალავრის ხარისხი 9 წლის ასაკში მიიღო. ბიჭი გინესის რეკორდსმენი 2012 წელს, რა დროსაც ის უნივერსიტეტს ამთავრებდა. მოგიყვებით პატარა ვუნდერკინდის ისტორიას, რომელიც დღემდე ყველაზე ნიჭიერ ბავშვად არის აღიარებული. ქალაქ საკრამენტოს 9 წლის მკვიდრი 7 წლის ასაკში კალიფორნიის შტა-ტის უმაღლესი სასწავლებლის American River College-ის სტუდენტი ოფიციალურად გახდა. ბიჭუნას დედის თქმით, ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში მისმა შვილმა ექ-სტრაორდინალური შესაძლებლობების გამოვლენა დაიწყო, ხოლო 5 წლის ასაკში უნივერსიტეტ Stanford University-ის მეორე კურსის პროგ-რამისთვის გათვალისწინებულ მათემატიკურ ამოცანებს დამოუკიდებ-ლად ხსნიდა. ბიჭუნა 4 წლის იყო, როდესაც ყველა ტესტი ამოხსნა და ინტელექტის მაღალი კოეფიციენტის ადამიანების არაკომერციული ორგანიზაცია "მენსის" წევრი გახდა. "7 წლის რომ გახდა, მივხვდით, რომ ჩვენი შვილი სკოლის პროგრამას მთლიანად ფლობდა და გადავწყვიტეთ, დრო არ დაგვეკარგა და პირდა-პირ კოლეჯში გაგვეგზავნა",- განაცხადა ბიჭუნას მამამ, ბიჟუ აბრაამმა.
